რეგიონი
პირველი აპრილიდან აფხაზეთში "უვიზოდ" შესვლის წესები იცვლება
დღეიდან დე ფაქტო აფხაზეთში ვიზის გარეშე შესვლას მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარეს. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ განაცხადა. მისი თქმით, სიახლე საიმიგრაციო კონტროლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გარდა აღნიშნული ცვლილებისა, პირველი აპრილიდან ამოქმედდება "კანონმდებლობა" უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელზეც მუშაობა 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ და ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წლიდან ამ სიას დაემატა ვენესუელა და კუნძულოვანი სახელმწიფოები ტუვალუ და ვანუატუ, თუმცა მათ შემდეგ აღიარება უკან წაიღეს.


Print