რეგიონი
ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო რეისები შესრულდება
29 აპრილიდან ქალაქ ბათუმსა და სოჭს სამგზავრო სწრაფმავალი ხომალდი “კომეტა” დააკავშირებს. რუსული მედიის ინფორმაციით, რეისებს  ქართული კომპანია “ექსპრეს-ბათუმი” განახორციელებს.

“მიმდინარე წელს რუსეთიდან მოსალოდნელია ტურისტების დიდი ნაკადი, რადგან რუსულ-თურქული ურთიერთობების გაუარესების გამო ბევრი ადამიანი თურქეთში ვერ ჩადის და ბათუმში გეგმავს დასვენებას. ტურისტების რაოდენობის სერიოზულ ზრდას კი ივნისის დასაწყისიდან ველით”, - განაცხადა კომპანია “ექსპრეს-ბათუმის” დირექტორმა ზურაბ კირცხალიამ.

“კომეტა" კვირაში ერთ რეისს განახორციელებს. ხომალდი ხუთშაბათს ბათუმიდან გაემგზავრება, პარასკევს კი - სოჭიდან. კარგი ამინდის პირობებში რეისს დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდება.
Print