რეგიონი
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ განაცხადა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ იტყობინება. შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დილამდე გასტანა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დიარგახლიმ განაცხადა. მსხვერპლის შასახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, წერს სააგენტო "რეგნუმი".

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიატუაცია 2 აპრილს გამწვავდა.

ინტენსიური ბრძოლების შედეგად, 12 აზერბაიჯანელი და 18 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბაქო და ერევანი ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Print