რეგიონი
ლევან შონია ჩაის მწარმოებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტს ვან ტიანჩიუანს შეხვდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის- „ქართული ჩაი“ ფარგლებში, სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პლანტაციების რეაბილიტაციისა და ახალი ჯიშების გაშენების საკითხების განხილვა იყო.

მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ. 

ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა,რომ  ჩაის წარმოების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჩინური დელეგაციის წევრებს სამეგრელოს რეგიონში არსებულ ჩაის პოტენციალზე ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ რეგიონს ჩაის წარმოების კარგი შესაძლებლობები და ისტორია აქვს.

6 აპრილს ჩინეთის დელეგაცია სამეგრელოში ჩამოვა. ჯგუფი რეგიონში არსებულ ჩაის პლანტაციებს დაათვალიერებს.

Print