რეგიონი
კვირის ბოლომდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით, 12-13 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს. 14 აპრილს კი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გამოიდარებს, ზოგან კი ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში დღისით 18-24 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, კვირის ბოლომდე ქვეყანაში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
Print