რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო კომისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს (ვიდეო)


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელად თენგიზ ხარჩილავა აირჩიეს.


კენჭისყრის შედეგები საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ წარადგინა. ხარჩილავას კანდიდატურა ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დააყენა და მას 14-დან 9 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფარულ კენჭისყრაში სულ 14 დეპუტატი მონაწილეობდა. კომისიის ახალი თავმჯდომარე საკრებულოში "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან" მოხვდა, თუმცა მან პარტია მოგვიანებით დატოვა და მოღვაწეობა დამოუკიდებლად განაგრძო.

ცნობისთვის, საფინანსო კომისის უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანია ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა და მას კომისიაში მუშაობას კანონი უზუდავს. ფარცვანია საკრებულოს წევრად რჩება.

 

 

 

 

Print