რეგიონი
საიას ზუგდიდის ოფისს დღეიდან მიხეილ ჯახუა უხელმძღვანელებს (ვიდეო)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ზუგდიდში ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელად წარადგინა.
ახლად დანიშნული  მიხეილ ჯახუა პროფესიით იურისტია, აღნიშნულ ორგანიზაციაში ის სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

საია - ს ზუგდიდის ოფისს 2014 წლიდან ნინო ხუხუა ხელმძღვანელობდა. მან დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და საქმიანობას "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორად განაგრძობს.

Print