რეგიონი
სოხუმში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის საკითხმა დაპირისპირება გამოიწვია
დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო მშენებლობისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პარლამენტს რეკომენდაცია არ მისცა კანონპროექტის მიღებაზე, რომელმაც აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვა უნდა დაარეგულიროს. პარლამენტის დეპუტატმა სერგეი შამბამ აფხაზეთში უძრავის ქონების გაყიდვაზე მორატორიუმის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. მისი განხილვა მორიგ სესიაზე იგეგმება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორმა ალმას ჯოპუამ დეპუტატის უფლებამოსილება მოიხსნა. მისი თქმით, "კანონპროექტი მორატორიუმის შესახებ არ უნდა მოიხსნას და ის მზადაა შემდეგშიც მხარი დაუჭიროს მას, უკვე როგორც უბრალო მოქალაქემ, იმ შემთხვევაში, თუ ამ ინიციატივას სხვა დეპუტატი დააყენებს".

კანონპროექტი, რომელიც უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმის დაწესებას ითვალისწინებს, დეპუტატმა ალმას ჯაპუამ 15 აპრილს წარუდგინა დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 16 აპრილს სოხუმის ცენტრში ალმას ჯაპუას ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად პარლამენტის წევრი არ დაშავებულა. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა სწორედ დეპუტატის საკონონმდებლო ინიციატივას უკავშირდება.



Print