რეგიონი
დევნილთა სამმართველოში ახალგაზრდა ქალმა ვენები გადაიჭრა
ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს შენობაში ახალგაზრდა ქალმა თვითდაზიანებები მიიყენა. ლელა შამათავამ ვენები სამმართველოს უფროსის კაბინეტთან გადაიჭრა. აფხაზეთიდან დევნილი სამინისტროსგან საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ითხოვს.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

დევნილთა სამმართველოში განმარტავენ, რომ შამათავას თბილისში ბინა საკუთრებაში უკვე გადაეცა, თუმცა მან საცხოვრებელი ფართი იპოთეკით დატვრთვის შედეგად დაკარგა და მისი საცხოვრებელი ფართით ხელახლა უზრუნველყოფა შეუძლებელია.
Print