რეგიონი
გიორგი მღებრიშვილმა კონფლიქტურ რეგიონთან მდებარე საგუშაგო მოინახულა
შს მინისტრმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტურ რეგიონთან არსებული რუხის საგუშაგო მოინახულა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცებს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოსაც ესტუმრა. მან ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, თანამშრომლების მუშაობის პროცესს და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს გაეცნო.

შს მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

Print