რეგიონი
ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში სასმელი წყალი გაიწმინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში, დევნილთა ახალ დასახლებაში სასმელი წყალი, რომელიც მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყო, ამ დროისთვის გასუფთავებულია. კორპუსებს სასმელი წყალი ინდივიდუალური ჭაბურღილიდან მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, გაწმენდითი სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა.

ცნობისთვის, დაახლოებით ორი კვირის წინ, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს აღენიშნებოდათ. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, დანარჩენები მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილთა ახალ დასახლებაში ინფექცია გავრცელდა (ვიდეო)

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში სასმელი წყალი დაბინძურებულია

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში დაბინძურებულ წყალს წმენდენ
Print