რეგიონი
მესტიაში სამთო სწავლება გაიმართა
სვანეთში, დაბა მესტიაში ზამთრის პირობებში სამთო სწავლება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება ფრანგი სამთო ექსპერტების მიერ საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების გადამზადებას ისახავდა მიზნად.

უწყების ინფორმაციით, სამთო გადამზადების ფარგლებში ქართველმა ინსტრუქტორებმა სხვადასხვა დროს შესწავლილი საკითხები დახვეწეს. მათ ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე ტექნიკურად რთულ რელიეფზე ისეთი მოქმედებების შესრულება განახორციელეს, როგორიცაა ზვავსაშიშ ფერდობებზე მარშ-გადაადგილება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და ევაკუაციის ორგანიზება საკაცე „U T 2000“-ის გამოყენებით.

ქართველმა ინსტრუქტორებმა უამინდობის დროს თავის გადარჩენის მიზნით თოვლში თავშესაფრის მოწყობაც უზრუნველყვეს.
Print