რეგიონი
ზუგდიდში ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხზე ფორუმი გაიმართა
ზუგდიდში, სახალხო დამცველის აპარატის ოფისში, რესურსეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა.

შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა მალხაზ ადეიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: "რესურსდამზოგი და სუფთა წარმოება".

"ბოლო ორი წლის განმავლობაში 18 საწარმოში შევედით და მათ რეკომენდაციებით მივმართეთ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ენერგო ეფექტურობის მაჩვენებლი 30% -ით გაიზარდა, რაც ნახევარი მილიონი ლარის ეკონომიკას ნიშნავს",- აღნიშნა შეხვედრაზე ადეიშვილმა .

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამის "მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანი რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პოპულარიზაციაა. ფორუმს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო, სამთავრობო, სამეცნიერო ინსტიტუტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print