რეგიონი
სამეგრელოს ათივე მუნიციპალიტეში დასუფთავების აქცია ჩატარდა
გუბერნატორ ლევან შონიას ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავდა ქუჩები, მდინარეების და ზღვის სანაპირო ზოლები. ანაკლიაში შტორმის დროს დაბინძურებული სანაპიროს დასუფთავების აქციაში სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, Gem Fest-ის მოხალისეები და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვნენ.

დასუფთავების აქციის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა სტუდენტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილთან ერთად ანაკლიაში დაგეგმილი პროექტები გააცნო,"ადგილზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მალე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყება, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ არ გახვიდეთ რეგიონიდან და აქ დასაქმდეთ, ძალიან მალე ასევე აქ დაიწყება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა “, - განაცხადა შონიამ.


Print