რეგიონი
ქიმიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის რესურსცენტრში საბუნებისმეტყველო მეცნიერების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს განათლების მინისტროს სიგელები გადაეცათ. გარდა ამისა, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ მათ მადლობა გადაუხადა და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოველწლიურ კონკურსში მეორე საჯარო სკოლის ორმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათ ქიმიის ოლიმპიადაზე მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

გამარჯვებული მოსწავლეები გასული წლის ნოემბერში განათლების სამინისტროს მხარდაჭერით პოლონეთში იმყოფებოდნენ.



Print