ზუგდიდში მიკროავტობუსის მძოლები "მეტრო +" ოფისთან არიან შეკრებილები
ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები
"მეტრო +" ოფისთან
არიან შეკრებილები და საერთაშორისო კომპანიის მიერ რეისების
განახლებას აპროტესტებენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან
მობილიზებულები.
"დილიდან აქ ვართ და ვიცავთ ჩვენს ლუკმა პურს, არ დავუშვებთ ვინმემ
წაგვართვას საარსებო წყარო ", - აცხადებენ მძღოლები.
კომპანია " მეტრო +" ქალაქში შემოსვლას , ზუგდიდი - თბილისის და სხვა
საქალაქთაშორისო ავტობუსების მძღოლების აქციები მოჰყვა, რის შედეგად
კომპანიამ ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები