რეგიონი
ხობში ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ეწვივნენ. მათ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 55 ოჯახს (120 ბენეფიციარი) 85 ერთეული სასაჩუქრე პაკეტი გადაეცა. პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Print