რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დღეს სააღდგომო საჩუქრები ადმინისტრაციულ ერთეულებში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაუგზავნა. საჩუქრები დედ–მამით ობლებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, ომის მონაწილე ვეტერანებს და დევნილებს გადაეცემა. 160 ოჯახს 15 კილოგრამამდე პროდუქტი ერგება.

სასაჩუქრე კალათაში შედის: შესქელებული რძე, შაქარი, ნაღების კარაქი, ბრინჯი, თაფლი, კვერცხი, პასკა, ფქვილი, ბურღულეული, ზეთი, ხორცის კონსერვი, ჩაი, კისელი, ლიმონათი, მშრალი წითელი ღვინო და სხვადასხვა სახის ტკბილეული.
Print