რეგიონი
ზუგდიდის მერიამ შეჭირვებულ ოჯახებს საჩუქრები გადასცა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიამ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და ვეტერანებს სააღდგომო საჩუქარი მოუმზადა. სასაჩუქრე კალათა, რომელიც საკვებ პროდუქტებს მოიცავს დღეს ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ, მერის მოადგილე კობა ჯიქიამ და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისში დაარიგეს.

დღის განმავლობაში მერიის სააღდგომო საჩუქრებს ვეტერანები, დედ–მამით ობლები და სხვა უმწეო კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ.
Print