რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ვერის პარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი და უცხოელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

„სამეგრელომ ძალიან ბერვი ღირსეული მამულიშვილი გაუზარდა სამშობლოს. მათ შორის არიან კაშკაშა ვარსკვლავები, გამორჩეული ადამიანები და ამ ადამიანთა შორისაა ქალბატონო ნონა გაფრინდაშვილი. ამიტომაც მისი მშობლიური ქალაქი ზუგდიდი განსაკუთრებული სიყვარულით უთვლის მოკითხვას ქალბატონ ნონას და განსაკუთრებულად ეფერება მას,“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
Print