რეგიონი
სოფელ ჭაქვინჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის

წარმომადგენლებმა სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის გეგმა წარუდგინეს.

პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება. სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

 

Print