რეგიონი
ზუგდიდში მეწარმეებს საჩუქრად ტექნიკური აღჭურვილობა გადასცეს (ვიდეო)
დღეს ლტოლვილთა დანიის საბჭომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. გადაცემის ცერომონიალს ბენეფიციარები, ადგილობრივი ხელისუფლების, ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

DRC-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულმა ბიზნეს წინადადებების თითოეულმა ავტორებმა 4 ათასი ევროს ღირებულების ინვენტარი მიიღეს. სულ 26 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის იყვნენ თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მეპატრონეები, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები და სხვა.

ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქველმოქმედო ცენტრ "აფხაზეთთან" პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, პროექტს - "დამოუკიდებლობიდან თვითკმარამდე", მეორე წელია ახორციელებს. მისი მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.




Print