ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის
რეალიზება არ მოხდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დღეიდან
მერიის ზედამხედველობის სამსახური ქალაქში მოხეტიალე პირუტყვს
დროებით სადგომზე გადაიყვანს. თავის მხრივ მესაკუთრეს ჯარიმის სახით
მხოლოდ 20 -50 ლარის გადახდა მოუწევს. საკრებულოს წევრების
უმრავლესობამ
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. სხდომაზე
განმარტეს, რომ მოქმედი დადგენილება უმოქმედო იყო და ქალაქში
დაჭერილი შინაური პირუტყვის რეალიზება ვერ ხერხდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები