რეგიონი
ხობში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და  ხობის მაჟორიტარ დეპუტატი გოდერძი ბუკია სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი და ზეთის მწარმოებელი საწარმოების მშენებლობის პროცესს დაესწრნენ.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, საწარმო, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, პროექტ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით შენდება.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოების ამოქმედებას, რომელიც გაზრდის კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვს და ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
Print