რეგიონი
ლაშა დამენია- "ოცნება" აგრესიით აპირებს არჩევნების მოგებას
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაცატუში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დღეს დილით, პარტიის ოფისის წინ ბანერი ჩამოხეული, ხოლო სახელმწიფო დროშა ჩამოგდებული დახვდათ.

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენია მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებს. ის აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" პარტიას ვერ ერევა და ბრძოლა საარჩევნო ბანერებს და სააგიტაციო მასალებს დაუწყო.

“მითი იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი რაიმეს შეცვლის, ეს არის ტყუილი. რაც დრო გადის კვირიკაშვილიც ემსგვასება ღარიბაშვილს. "ქართული ოცნება" აგრესიით აპირებს არჩევნებზე გამარჯვებას, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს მხოლოდ მათი ოცნებაა და ოცნებად დარჩება.  22 მაისს "ქართული ოცნება" ზუგდიდის რაიონში წააგებს, ასევე  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც".

შუალედური არჩევნები ნაცატუ-კორცხელში 2016 წლის 22 მაისს გაიმართება.
Print