რეგიონი
ზუგდიდის მერიაში ვეტერანებს უმასპინძლეს (ვიდეო)
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ქალაქის მერიამ მათ მისალოცი ბარათები და ფასიანები საჩუქრები გადასცა. 

გარდა ამისა, შეხვედრაზე ვეტერანთა ანსამბლის წევრებმა ომის თემატიკაზე ქართული და აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ ტერიტორიაზე 12 ვეტერანია რეგისტრირებული. აქედან 4 ადგილობრივი და 8 დევნილია. მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პენსიაზე დანამატის სახით ყოველთვიურად 150 ლარი ერიცხებათ.

Print