რეგიონი
აფხაზეთში რუსული პასპორტები ივლისიდან გაიცემა
დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭო 13 მაისს განიხილავს დოკუმენტებს, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებზე რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს.
რუსეთის მოქალაქეობის მიღებას, ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები, სავარაუდოდ, ივლის-აგვისტოში შეძლებენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომსახურება უფასოა. პასპორტების გაცემა დროისა და რაოდენობის თვალსაზრისით, შეზღუდული არ იქნება. მთელ პროცესს არა უმეტეს სამი თვისა დასჭირდება.
Print