რეგიონი
ფოთისა და ხობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
17 მაისს სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „პატარა ფოთი-2“ სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურების ცენტრის 181 აბონენტს (სოფლები: დასახლება, საქორქიო).

ასევე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „შუა ხორგა“ სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურების ცენტრის 1252 აბონენტს (სოფლები: გაღმა შუა ხორგა, ჭალადიდი, ყულევი).

Print