რეგიონი
სოხუმს ფსოუზე სავიზო პუნქტის გახსნა სურს
"ჩვენ მზად ვართ გავხსნათ სავიზო განყოფილება "ფსოუს" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, თუმცა ამისთვის სახსრები არ გვაქვს". ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლოს დროს საგრძნობლად გაიზარდა დატვირთვა საგარეო უწყებაზე. 1 აპრილიდან უცხო ქვეყნის 4 ათას მოქალაქეზე გაიცა "ქვეყანაში" შემოსვლის ნებართვა. მათ შორის 1400 – უზბეკია, 820 – სომეხი, 446 - ტაჯიკი და მოლდოველი. ჩირიკბას ინფორმაციით, შედეგად, ხაზინას 8 მილიონი რუბლი შეემატა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე - პრემიერმა დმიტრი სერიკოვმა აღნიშნა, რომ საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ე.წ. აფხაზურ - რუსულ საზღვარზე, მდინარე ფსოუზე გამავალ ხიდზე, მესამე სამოძრაო ზოლი გაიხსნება, რომელზეც ავტობუსები და მინივენები ივლიან, რათა საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს.
Print