რეგიონი
სოზარ სუბარი: დევნილთა დასახლებას მალე წყლის სრულყოფილი სისტემა ექნება (ვიდეო)
„ბატონო სოზარ, ჩვენ მოვითხოვთ ახალი ჭაბურღილს“ - ასეთი პლაკატებით დახვდნენ დევნილები ზუგდიდის მერიაში მისულ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს.

აქციის მონაწილეები თაბუკაშვილის ქუჩის ის მცხოვრებლები იყვნენ, რომელთაც უკვე ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვთ.

დევნილთა დასახლებისთვის წყლის შეწყვეტის მიზეზი ორი თვის წინ მომხდარი შემთხვევა გახდა, როდესაც დაბინძურებული წყლით 100 მეტი ადამიანი მოიწამლა.

სოზარ სუბარის თქმით, პრობლემის მოგვარებას მალე ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიწყებს.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის აღდგება დასახლებისთვის წყლის მიწოდება, თუმცა აღნიშნა, რომ თაბუკაშვილის ქუჩას მალე წყლის სრულყოფილი სისტემა ექნება.

Print