რეგიონი
,,ათინათის'' გარემოსდაცვითი სემინარი ჭურიაში (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულეს. ვიზიტორთა ცენტრში მათ ჩაუტარდათ ვორქშოპი თემაზე : „ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები“.

მონაწილეები გაეცნენ საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობას და დაცული ტერიტორიების შესახებ სამართლებრივ რეგულაციებზე იმსჯელეს.

ღონისძიება “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სამეგრელოში ასოციაცია „ათინათი“ და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.


Print