რეგიონი
„სვიმონ კანანელის გზაზე“ მსვლელობა რუხის ტაძართან დასრულდება (ვიდეო)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა- კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან  4 მაისს  მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე“ დაიწყო.

მსვლელობა 23 მაისს, წმინდანის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება. მომლოცველთა ჯგუფს დღეს ზუგდიდის შემოსასვლელში შემოუერთდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის ჩოხოსანთა სადროშოს წარმომადგენელი გია ხასია და ეპარქიის მამაოები.

"მშვიდობას და და ლოცვას მშვიდობისთვის ალტერნატივა არ გააჩნია, ბოროტება უნდა განქარდეს",- აცხადებს რადიო "ათინათთან" ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელი დავით კონჯარია.

გადმოცემის თანახმად, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხის გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან ეკლესია ააგეს.
Print