რეგიონი
აქცია - "ღამე მუზეუმში"


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ აქციას - "ღამე მუზეუმში" ზუგდიდიც შეუერთდა.


დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "ნაპოლეონი და საქართველო" გაიმართა. თბილისიდან საგანგებოდ მოწვეულმა პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს.

ამავე დღეს აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმშიც გაიმართა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუზუეუმების მართვის ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - "ღამე მუზეუმში" მოეწყო.

 

Print