რეგიონი
წინასწარი მონაცემებით ზუგდიდში ”ენმ - ის” კანდიდატმა” გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა "ქართული ოცნების" კანდიდატს 10 ხმით მოუგო.

ოფიციალური შედეგებით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, "ქართული ოცნების" კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.

საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მხარდამჭერები სოფელ კორცხელში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოვაციებით შეხვდნენ. ვარადებულ ლაშხიას არჩევნებში გამარჯვება "სკაიპით" მიულოცა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება სხვა ოლქების შედეგებს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 9 საარჩევნო ოლქიდან 7-ში გამარჯვება "ქართულმა ოცნებამ", 2-ში კი "ნაციონალურმა მოძრაობამ." 

Print