რეგიონი
"ქართული ოცნება" ზუგდიდის შედეგებს ასაჩივრებს
“ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაცია კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს. აღნიშნული განცხადებით "ოცნების" სუბიექტმა ზუგდიდის #67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა. "დღეს სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი. ხმების დასათვლელად საჭიროა საოლქო კომისიის წევრთა 2/3-ის თანხმობა,რის შემდგომ დაიწყება პროცედურა",- განუცხადა რადიო "ათინათს" ზუგდიდის #67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა.

სხდომა 20 საათზეა ჩანიშნული. მმართველი პარტიის მიერ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ეხმიანება "ენემ"-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა დამენია. "თუ იქნება დაცული სამართლიანობა, არაფერი ემუქრება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ მოვლენებს,არაფერს გამოვრიცხავ. თუ კი რამე დაემუქრება არჩევნების შედეგებს, ეს იქნება "ქართული ოცნების" "თვითმკვლელობა",- ამბობს დამენია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა "ქართული ოცნების" კანდიდატს 10 ხმით მოუგო.


Print