რეგიონი
აბაშაში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს
ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით, აბაშაში "გენდერული დისკუსიები" გაიმართა.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა შესაბამისი უწყებებისადმი საკმაოდ მცირეა, რადგან ერთი მხრივ, არის ინფორმაციის ნაკლებობა, მეორე მხრივ კი მენტალური.

"აღმოჩნდა, რომ რაიონში მსგავსი პრობლემის მქონე ქალები დახმარებისთვის უფრო მეტად სასულიერო პირებს მიმართავენ, თუმცა ძირითად შემთხვევაში მათი პრობლემა გადაუჭრელი რჩება იმიტომ, რომ მსხვერპლ ქალებს გარშემომყოფთა რეაქციების და შეფასებების გარკვეული შიში აქვთ", - აღინიშნა შეხვედრაზე.

ასევე საუბარი შეეხო ქალთა აქტიურ ჩართულობას პოლიტიკაში და ამ კონტექსტში გენდერული კვოტირების საკითხს.

"გენდერულ დისკუსიებს" პროექტის "ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" და ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი ახორცილებენ.

პროექტი საქართველოს 8 რეგიონში ხორციელდება. თუმცა, აბაშა მეცხრე მუნიციპალური ერთეულია, სადაც გენდერული დისკუსიები გაიმართა.

Print