რეგიონი
კორცხელის ინციდენტში ნაცემ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა
ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში ოთხსაათიანი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა არასრულწლოვანს,  რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავდა. მოზარდი,"ენმ"-ის კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას შვილთან ერთად საარჩევნო უბნის გარეპერიმეტრზე სცემეს.

დაშავებულს, ექიმებმა ცხვირის ძგიდის და თვალბუდის ქვედა კიდის ხაზოვანი მოტეხილობა დაუდგინეს. მისი ახლობლები ამბობენ, რომ ოპერაციამ  წარმატებით ჩაიარა, თუმცა პოსტოპერაციული გართულების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. 

22 მაისს, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების დროს, სპორტსმენებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ შორის ახალგაზრდებს სცემეს.


Print