რეგიონი
პაატა ზაქარეიშვილი: განუკითხაობის რეჟიმს შეეწირა გიგა ოთხოზორია (ვიდეო)
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა. მისი თქმით, გიგა ოთხოზორია შეეწირა თავისუფლებას,რომელიც ჯერ კიდევ არ მოგვიპოვებია.

„ის შეეწირა თავისუფალ გადაადგილებას თავის სამშობლოში. გრძელდება ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის. ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად მოვითხოვთ პასუხისმგებლობას იმ ძალისგან, რომელიც ვითომდა აკონტროლებს ოკუპირებულო ტერიტორიას. სამწუხაროდ ამ განუკითხაობის რეჟიმს შეეწირა ბატონი გიგა",-განაცხადა მან.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს ხურჩის ადმინისტრაციულ საზღვართან მებაჟის მიერ ნასროლ ტყვიას შეეწირა.


Print