რეგიონი
გარემოვაჭრეებმა მერიის წინ აქცია განაახლეს (ვიდეო)
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ბაზრის წინ არსებულ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვას ითხოვენ. " ბანკის ვალი გვაქვს ყველას, სესხები გვაქვს აღებული,ლუკმა-პურს ვერ ვშოულობთ. ვითხოვთ, არ მოგვისპონ საარსებო წყარო,რომ ბავშვებს პური ვაჭამოთ", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

გარემოვაჭრეები აღნიშნული მოთხოვნით საპროტესტო აქციას თვეზე მეტია მართავენ. მათ გარევაჭრობის ნებართვის მიღებაზე განცხადება პარლამენტშიც შეიტანეს.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე ელოდებიან ქალაქის მერიის წარმომადგენლებს.
Print