პოლიტიკა
აფხაზური მხარე მზადაა მოლაპარაკებები განაგრძოს
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს გამოძიების მასალები და ინცინდენტის ვიდეო ჩანაწერი გადასცა. ამავე ცნობით, შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა. მხარეები ოთხმხრივი ფორმატის ფარგლებში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვალდიმირ არლანი ხელმძღვანელობდა.

ჯგუფში ასევე შედიოდნენ, გალის რაიონული განყოფილების უფროსი თემურ ნადარაია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური აპარატის წარმომადგენელი ასტამურ კოლბაია, დე ფაქტო აფხაზეთის შსს გალის რაიონის განყოფილების უფროსი გია ჩაჩხიანი, საგარეო უწყების ინფორმაციის განყოფილების უფროსი - თენგიზ თარბა.

მორიგი შეხვედრა გალში 2016 წლის 6 ივლისს გაიმართება.
Print