რეგიონი
ზაქარეიშვილი-აფხაზები ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს არ დახურავენ
გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ ქართულ მხარეს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა,სანდო ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ვრცელდებოდა განსხვავებული ინფორმაცია მკვლელის დაკვების შესახებ, მან აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს.

„ინფორმაცია ზუსტი არ გვაქვს, ინტერპოლის აღრიცხვაზე თუ იქნება, როგორც კი არეალში მოყვება და რომელიმე სახელმწიფოს საზღვარს გადალახავს, ინტერპოლი დაიწყებს ძებნას, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ პასუხი არ გვაქვს. ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი მეთოდი ამ ადამიანის დაკავებისთვის არის გამართლებული.“,- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით,აქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ აფხაზები გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს არ დახურავენ,არ დამალავენ და არ გააპარებენ.

„მათ ინტერესებში არ არის, რომ მომატყუონ, რას მიაღწევენ ამით, ნდობა გაწყდება“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
Print