რეგიონი
2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე დაიღუპა
ტელკომპანია GDS-ის გადაცემა "2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. იგი დუშეთში, ხადას ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა. მას მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი დინებამ გაიტაცა. მაშველებმა დაღუპულის ცხედარი დღეს, გამთენისას იპოვეს.

რადიიო "ათინათი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.
Print