ელჩებმა ანაკლიაში პორტის ტერიტორია დაათვალიერეს (ვიდეო)
12:54 / 29.05.2016
საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატებმა ანაკლიაში ის ტერიტორია
დაათვალიერეს,
სადაც პორტი აშენდება. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა
ელჩებს ანაკლიის პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს და მათ
კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრას საგაერეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და
სამერელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ.
ელჩები დიპლომატიური ტურის ფარგლებში სამეგრელოში მეორე დღეა
იმყოფებიან, მათ უკვე დაათვალიერეს კონფლიქტისპრა სოფლებში
განხორციელებული პროექტები და ასევე ანაკლიაში, სასტუმრო "ოქროს
საწმისში", რეგიონში განხორციელებული პოექტებისა და ეკონომიკურის
პოტენციალის პრეზენტაციას დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები