რეგიონი
სუს-ის ცნობით გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკითხეს
სუს-ის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკითხვის შემდეგ სახლიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს.

"გალში შეხვედრის დროსაც აფხაზურმა მხარემ დააფიქსირა, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავება არც მათ დაგვიდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით დაკავებული არ არის, შემთხვევის დროს ადგილზე არც ჩვენი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. 30 მეტრშია აფხაზური საგუშაგო და ევროკავშირის დამკვირვებლები საფრთხიდან გამომდინარე იქ მოძრაობის რეკომენდაციას ჩვენ არ გვაძლევენ",- განმარტა გომელაურმა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
Print