რეგიონი
PIN-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია
ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაცი რეაბილიტაციისა და განვითარების საქველომოქმედო ცენტრთან „თანაზიარი“-თან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს PIN საქართველოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის.

„სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც PIN-ი ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. მისი მიზანია საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ზუგდიდის გამგეობისა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით, უკვე შეიქმნა ერთობლივი ორგანო - მრჩეველთა საბჭო, რომელიც მოწყვლად ჯგუფებისთვის სოციალურ სერვისებს მიაწოდების სტრატეგიაზე იმუშავებს.

ასევე დაგეგმილია სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა.

მანამდე, პროექტის განხორციელების გეოგრაფიულ არეალში სოციალური საჭიროებების შესახებ კვლევა ჩატარდება.

პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში (ტყიბული, ხონი, ზუგდიდი გორი მუნიციპალიტეტებში) ხორციელდება.




Print