რეგიონი
სოხუმი რეფერენდუმის საკითხს მომავალ კვირას გადაწყვეტს
აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, 19 მაისს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე პროტოკოლი გაუგზავნა, წერს „აბხაზია ინფორმი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბატალ ტაბაღუას კომენტარზე დაყრდნობით.

აღნიშნული მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2016 წლის 2 მარტს საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. მის შემადგენლობაში ოპოზიციური ძალების ნაწილია გაერთიანებული, რომელმაც ადგილობრივი კანონით გათავლისწინებული, 10 ათასი ხელმოწერის ნაცვლად, 19 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.

ოპოზიციური გაერთიანების განცხადებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა აფხაზეთში პოლიტიკური და ეკონომიკური კრისიზით არის გამოწვეული.

რაულ ხაჯიმბამ ორი კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი, რის შემდეგაც რეფერედუმი სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ხაჯიმბას რეფერენდუმის გარეშეც შეუძლია დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ან პარლამენტს კანონის შეცვლის საკითხზე მიმართოს.


Print