რეგიონი
ინგირის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციით და მისი შემდგომი ოპერირებით არის დაინტერესებული.

"ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება",- ნათქვამია შესაბამის განცხადებაში.

აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ინტერესთა გამოხატვა უკვე დაიწყო და წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 21 ივნისს დასრულდება.


Print