რეგიონი
რუხში სასათბურე მეურნეობა მოეწყო
კონფლიქტისპირა სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა, სადაც დასაქმებულთა უმეტესობა აფხაზეთიდან დევნილია. გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი ესწრებოდნენ.

აქ სხვადასხვა სახის ბოსტნეულთან ერთად კოლხური ბზის კორომებსაც გამოიყვანენ. სასათბურე მეურნეობისთვის დახარჯულმა თანხამ 92 ათას დოლარზე მეტი შეადგინა.

„ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი საქართველოსა და იაპონიის მთავრობის ერთობლივი პროექტის, რომელიც ემსახურება დევნილების ჩართულობას ამ პროცესში’’ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 

პროექტის მიზანს სოფელ რუხში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
Print