რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის ნაკრები ConIFA- ს ჩემპიონი გახდა
დე ფაქტო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებმა პენჯაბის გუნდი დაამარცხა და ConIFA-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
აფხაზმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის გუნდი ანგარიშით 7:6 დაამარცხეს, წერს აფხაზური მედია.
არაღიარებულ ქვეყნებს შორის ტურნირის ბრინჯაოს მფლობელი ჩრდილოეთ კვიპროსის ნაკრები გახდა, რომელმაც ანგარიშით 2:0 პადანიას ნაკრები დაამარცხა.
ჩემპიონატი (ConIFA) დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარადა. ის 28 მაისს დაიწყო. 

მატჩები სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე იმართებოდა.

Print