რეგიონი
ამერიკის ელჩი "ენმ"-ს და "რესპუბლიკელების" წევრებს შეხვდა
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და  "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდა.

"ენმ"-ის წევრმა ანი წითლიძემ რადიო "ათინათს" განუცხადა,რომ ელჩთან მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

"საუბარი ეხებოდა წინასაარჩევნო კამპნიას, პარტიის მზადების პროცესს არჩევნებისთვის, კორცხელის ინცინდენტს. მას მივაწოდე ინფორმაცია,თუ რომელი ადგილობრივი ლიდერები იყვნენ ჩართული და საიდან მოხდა ორგანიზება. ასევე, გავაცანი  პარტიის  პოზიცია, გეგმები და მუშაობის სტილი".

ელჩთან შეხვედრის შემდეგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქებურიამ განაცხადა რომ, დიპლომატს ესაუბრა გარემოზე,"მე როგორც 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გავუზიარე წარსული გამოცდილება არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ასევე როგორც კორცხელის ინციდენტში უშუალო თვითმხილველმა, ვესაუბრე იქ მიმდინარე პროცესებზე".


Print